14 ივნისი 2026,   17:11
ვრცლად
აშშ-ირანის შეთანხმების მიღწევის მოლოდინის ფონზე, ლიბანში თავდასხმები გრძელდება - Abc News

ლიბანში, ისრაელისა და "ჰეზბოლას" ძალებს შორის ცეცხლის გაცვლა გაგრძელდება იმ ფონზე, როდესაც ამერიკელი და ირანელი ოფიციალური პირები შესაძლო შეთანხმების დადებაზე მიანიშნებენ, რომელმაც უფრო ფართო მასშტაბის კონფლიქტი უნდა დაასრულოს. ინფორმაციას Abc News -ი ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზე „მტრული თვითმფრინავების“ რამდენიმე შეჭრის შესახებ ინფორმაცია ღამით გაავრცელეს, თუმცა ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამასთან, კვირას, გამთენიისას, ირანის მიერ მხარდაჭერილმა "ჰეზბოლას" დაჯგუფებამ განაცხადა, რომ დრონით დაარტყა ისრაელის ძალებს, რომლებიც ლიბანის სამხრეთით, ქალაქ ჰულაში მოქმედებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, კვირას, სამხრეთ ლიბანში მდებარე 13 ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებისთვის ევაკუაციის შესახებ ახალი გაფრთხილებები გაავრცელეს. "ცაჰალი" ობიექტების დაბომბვას გეგმავს, რომლებიც, მათ განმარტებით, "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურის ნაწილია.

 

დღის ამბები