სტუდენტური ფესტივალი 2026-ის ფარგლებში, დღეს თბილისში დიდი სპორტული ღონისძიება გაიმართა. ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5-კილომეტრიანი მარათონი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
რეგისტრაცია 10 საათზე დაიწყო, გარბენმა კი სტარტი 11:00 საათზე აიღო. გამოვლინდა გამარჯვებული, პირველ ადგილოსანის ტიტული გიორგი შეკრელიძეს ერგო.
გარბენში მონაწილეობდნენ პრეზიდენტი, სპორტის მინისტრი, დედაქალაქის მერი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. მარათონი "სტუდენტური ფესტივალის" დასკვნითი ნაწილია, რომელიც 1 მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 45 სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობას აერთიანებდა.
"მორბენალი ვარ, ბოლო გარბენიც მე მოვიგე, რაც ჩატარდა აქ. მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, რომ ეს მონაკვეთი გააცოცხლეს და მინდა, რომ ყოველ კვირა ტარდებოდეს ასეთი გარბენები", - ამბობს მარათონის გამარჯვებული, გიორგი შეკრელიძე.