16 ივნისი 2026,   12:47
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის - "ახალი აზერბაიჯანის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, 14-16 ივნისს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ორგანიზაციის ლიდერის  ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება. 

დელეგაციის წევრები ქალაქ შუშაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში, თემაზე "რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში: მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში".

დაგეგმილია ვარლამ ლიპარტელიანის სიტყვით გამოსვლა პანელური დისკუსიის ფორმატში.

დღის ამბები