15 ივნისი 2026,   13:31
ვრცლად
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება - იანვარ-მაისში ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა

ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება. 2026 წლის მაისში, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 15.3%-ით გაიზარდა და მაისის რეკორდული მოცულობა - 668.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ-მაისში კი ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოდან, ჯამში, რეკორდული ღირებულების, 3,108.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

საგულისხმოა, რომ მაისში სავაჭრო ბრუნვამ ამავე თვის რეკორდულ მაჩვენებელს, 2,230.5 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე 7.9%-ით მეტია. იანვარ-მაისში კი სავაჭრო ბრუნვა 3.7%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ, 10,439.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-მაისის სავაჭრო დეფიციტმა 4,222.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით, 653.2 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2025 წელს ექსპორტი 11.2 %-ით გაიზარდა და 7.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 10.5%-ით გაიზარდა და 25.9 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

დღის ამბები