15 ივნისი 2026,   13:31
ვრცლად
დღეს ევროკავშირში უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი იწყება

დღეს ევროკავშირში უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი იწყება. იხსნება ე.წ. "ფუნდამენტურ საკითხთა კლასტერი," რაც ნიშნავს, რომ ქვეყნებმა საკუთარი კანონმდებლობა ევროპულს უნდა დაუახლოონ და უნდა შეფასდეს, რამდენად არის ამ ქვეყნებში დაცული სამართლიანობა, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო და რამდენად ეფექტიანია კორუფციასთან ბრძოლა.

ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი აცხადებს, რომ დღეს უკრაინა და მოლდოვა გადადგამენ პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს მას შემდეგ, რაც 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მიიღეს.

"დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა - შეიძლება ითქვას, "მეგა ორშაბათი" ევროკავშირის გაფართოების პროცესისთვის. დღეს უკრაინა და მოლდოვა გადადგამენ პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს მას შემდეგ, რაც 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მიიღეს. საბოლოოდ შევძლებთ ორივე ქვეყნისთვის პირველი კლასტერის - "ფუნდამენტური საკითხების" კლასტერის გახსნას. რატომ? - იმიტომ, რომ მათ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები და უკვე დადგა დრო, რომ ჩვენც შევასრულოთ ჩვენი ნაწილი," - განაცხადა მარტა კოსმა.

დღის ამბები