15 ივნისი 2026,   17:48
ვრცლად
"ჯამში, ამოღებულია 330 ერთეული ე.წ. მაინერი, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა პირების გამოვლენად" - ირაკლი ფიფია

"სამართალდამცველების მიერ, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით ამოღებულია 76 ერთეული ე.წ. მაინერი", - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა.

ირაკლი ფიფიას თქმით, საერთო ჯამში, მესტიის მუნიციპალიტეტიდან 330 ე.წ. მაინერი ამოიღეს, რომლითაც უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსვლის მიღებას.

"სამართალდამცველების მიერ, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით ამოღებულია 76 ერთეული ე.წ. მაინერი. ენერგორესურსებით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯამში, ამოღებულია 330 ერთეული ე.წ. მაინერი.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული მოწყობილობების გამოყენებით ადგილობრივები ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსვლის მიღებას.

გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით", - განაცხადა ირაკლი ფიფიამ.

დღის ამბები