17 ივნისი 2026,   15:25
ვრცლად
ეს თითოეული ძიუდოისტის დამსახურებაა, რომლებმაც საქართველოს მოუტანეს ოლიმპიური, მსოფლიო თუ ევროპის მედლები - შალვა გოგოლაძე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ

ძიუდოს 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. საქართველოს სპორტის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფება.

შალვა გოგოლაძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ძიუდოზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული სპორტის სახეობაზე, ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 2029 წლის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება. ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა მოაწერეს.

"ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს არის თითოეული იმ ძიუდოისტის დამსახურება, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში საქართველოს მოუტანეს ოლიმპიური, მსოფლიო, თუ ევროპის ჩემპიონატის მედლები.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ჩაატარეს არაერთი გრან-პრი, გრანდ-სლემი, თუ ევროპის ჩემპიონატი. მინდა მივულოცო თითოეულ ქართველ გულშემატკივარს ჩვენი ქვეყნის ეს დიდი აღიარება", - განაცხად სპორტისა მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

დღის ამბები