18 ივნისი 2026,   01:05
ვრცლად
ირანის ომის გაგრძელებას შესაძლოა მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყოლოდა - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ომის გაგრძელებას შესაძლოა მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყოლოდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას არ სურდა, გამხდარიყო ჰერბერტ ჰუვერი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახის დროს, რამაც "დიდი დეპრესია" გამოიწვია.

"ერთადერთი, რისი ნახვაც არ მინდოდა, ეკონომიკური კატასტროფაა. ეს რომ გაგვეგრძელებინა, ასეც მოხდებოდა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ომის დასრულებასა და საფონდო ბირჟის მაჩვენებლების ცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება.

"ყოველ ჯერზე, როდესაც მშვიდობის შესაძლებლობაზე ვსაუბრობდით, საფონდო ბირჟა რაკეტასავით ზემოთ მიფრინავდა. ის არასდროს დაცემულა. ხალხს ეს რომ არ მოსწონებოდა... იცით, საფონდო ბირჟა ბევრად უფრო გონიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, მათ შორის ამ სცენაზე მყოფი ადამიანები - ჩემ გარდა, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა ტრამპმა "დიდი შვიდეულის" სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

დღის ამბები