17 ივნისი 2026,   23:18
ვრცლად
ლადო სადღობელაშვილი: საკუთარ ამბიციებში ჩახლართული და ვირტუალურ რეალობას მიჯაჭვული "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია გასცდა კლასიკური პოლიტიკის საზღვრებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა სატელევიზიო მელოდრამად

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი "ნაციონალური მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს: "პოლიტიკური პარტიის ლიდერები კი არა რეალითი შოუს მონაწილეებს უფრო ჰგვანან…"

"როცა გგონია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აბსურდის ლიმიტი საბოლოოდ ამოიწურა, Facebook-ის "მთავარი რეჟისორი" ერთი პოსტით ყველაფერს თავდაყირა აყენებს და "Nanuka's Show"-ს ოფიციალურ პოლიტიკურ პლატფორმად აცხადებს. "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმათ, რაც სინამდვილეში ყოველთვის იყო - გაუთავებელ სატელევიზიო მელოდრამად.

მოკლედ, ყოველგვარი სერიოზული შინაარსისგან დაცლილი, საკუთარ ამბიციებში ჩახლართული და ვირტუალურ რეალობას მიჯაჭვული "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია გასცდა კლასიკური პოლიტიკის საზღვრებს.

P.s. ფარდა დაეშვა, მაყურებელი იცინის, ცირკი კი გრძელდება!“- წერს სადღობელაშვილი.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა, მას ამჟამინდელი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა და აღნიშნა: "ჩემთვის მოულოდნელი იყო. უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ."

დღის ამბები