18 ივნისი 2026,   00:24
ვრცლად
პორტუგალიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გამართული მატჩი 1:1 დასრულდა

 

მარტინესის გუნდსა და აფრიკელებს შორის საფეხბურთო დაპირისპირება ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ფეხბურთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მიმდინარე მატჩში ანგარიში პორტუგალიამ მე-6 წუთზე, ჟუან ნევესის გოლით გახსნა, პირველი ტაიმის დამატებით დროში კი იუან ვისამ ანგარიში გაათანაბრა.

ცნობისთვის, ჰიუსტონის 72-ათასიანმა, თანამედროვე "NRG სტადიონმა" მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს ისტორიაში პირველად უმასპინძლა.

პორტუგალიისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მატჩი "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

თვალი ადევნეთ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დაპირისპირებას ჩვენს ტელეარხზე.

დღის ამბები