18 ივნისი 2026,   13:40
ვრცლად
საჰაერო იერიშები უკრაინასა და რუსეთში - მოსკოვი უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა

საჰაერო იერიშები უკრაინასა და რუსეთში - მოსკოვი უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა. რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით თითქმის 200 დრონი გაუშვეს. ცეცხლი უკიდია მოსკოვის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

აფეთქებამ რეზერვუარები გაანადგურა, რის გამოც საწარმომ მუშაობა შეაჩერა. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრშიც. გადაკეტილია მაგისტრალების ნაწილი, შეზღუდვები მოქმედებს მუნიციპალურ ტრანსპორტზე. დაიხურა მოსკოვის ყველა აეროპორტი.

დრონებით და რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა უკრაინის ქალაქებზე და დასახლებებზე, რუსეთის ძალებმა ღამით 200 დრონი და 7 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

დღის ამბები