19 ივნისი 2026,   19:57
ვრცლად
ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები და საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები გამოიკითხნენ

ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები დაკითხეს.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

ახალიას ბრალი წარდგენილი, აქვს მუხლით რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დღეს გაიმართა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა ბაჩანა ახალაიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ დაიკითხნენ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები, რომლებმაც მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით." - აცხადებს პროკურორი ანა ლეკიაშვილი.

დღის ამბები