ზაფხულის კონცერტების სერია - "მუსიკალური საღამოები სახლის ბაღში" ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც ეროვნული სასახლის განახლებულ ბაღში გაიხსნა.
ღონისძიება ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის, დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტის, სცენაზე მოღვაწეობის 55 წელს მიეძღვნა. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. მუსიკალური საღამოები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.