ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიება შსს-მ ნავსადგურის ტერიტორიაზე გამართა. ადგილზე წარმოდგენილი იყო სამინისტროს ტექნიკა. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც შსს-ს ხელმძღვანელი პირები ასევე მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.