ჩინეთის პრეზიდენტი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ის ორი ლიდერია, რომელიც დონალდ ტრამპს ყველაზე მეტად მოსწონს. AXIOS-სთან ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტმა სი ძინ პინს შესანიშნავი ლიდერი უწოდა, ნარენდრა მოდი კი მისი პოლიტიკის გამო შეაქო. ტრამპმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების და ინდოეთის ბიზნესკავშირებსაც.
"ვფიქრობ, რომ მოდი ძალიან კარგი ლიდერია, მათ ძალიან კარგი ციფრები აქვთ. ის ომებში არ ერევა, რაც ჭკვიანურია. ინდოეთი სინამდვილეში ყველაზე დიდი ქვეყანაა, მილიარდ ნახევარი ადამიანით, ჩვენ მათთან ბევრ ბიზნესს ვაწარმოებთ. პრეზიდენტი სი ძინპინი შესანიშნავია. ვფიქრობ, ლიდერობის თვალსაზრისით, ეს სიმართლეა,"- აცხადებს ტრამპი.