20 ივნისი 2026,   18:26
ვრცლად
საზღვაო მონიტორინგის კომპანია TankerTrackers-ის ინფორმაციით, ბოლო ხუთ დღეში ირანმა მილიარდ 44 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობი გაიტანა, რაც 18 მილიონ ბარელს შეადგენს

საზღვაო მონიტორინგის კომპანია TankerTrackers-ის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო ხუთ დღეში ირანმა მილიარდ 44 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობი გაიტანა, რაც ჯამში 18 მილიონ ბარელს შეადგენს.

გადაზიდვების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო მემორანდუმს. ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რამდენიმე ირანულმა ნავთობტანკერმა გაიარა ომანის ყურე და შევიდა საერთაშორისო წყლებში, ხოლო მომდევნო დღეებში მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტი ტანკერი გავა ნავსადგურიდან.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ირან-აშშ-ის ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, შეერთებული შტატებმა აიღო ვალდებულება დაუყოვნებლივ მოახდინოს ირანზე საზღვაო ბლოკადის მოხსნას. ოფიციალურმა თიერანმა კი უნდა უზრუნველყოს სავაჭრო გემების უსაფრთხო და უფასო ტრანზიტი სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეებს შორის.

დღის ამბები