23 ივნისი 2026,   12:10
ვრცლად
მეტროს პირველ ხაზზე გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია

მეტროს პირველი ხაზი ნაწილობრივ მგზავრებს ვერ ემსახურება. როგორც სატრანსპორტო სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მეტრო "რუსთაველთან" საჭირო გახდა მატარებლის ჩიხში გადაყვანა, რის გამოც ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე მატარებელი დროებით არ გადაადგილდება.

სადგურის მოედნიდან ახმეტელის თეატრამდე და პირიქით, ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრთა გადაყვანას.

დღის ამბები