23 ივნისი 2026,   14:13
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ზემო აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ზემო აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო.

ხიხაძირის და სხალთის ხეობებში, აგრეთვე გოდერძის უღელტეხილის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრებისას, ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი აჭარის განვითარების პრიორიტეტებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მთაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტული პოტენციალის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ახალგაზრდებს ეკისრებათ, ამიტომ მათი განათლების, თვითრეალიზებისა და სპორტული შესაძლებლობების მხარდაჭერა ყველა მუნიციპალიტეტში თანაბრად პრიორიტეტულია.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები მოიცავს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას. ასევე, მოეწყობა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.

დღის ამბები