23 ივნისიდან, შეკვეთილში მდებარე პარკი "საქართველო მინიატურებში", სტუმრებს განახლებული ინფრაქტრუქტურით დახვდება. სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურული ძეგლის რესტავრაცია, განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა, რაც პარკს საშუალებას მისცემს ვიზიტორებს უფრო გვიან საათებშიც უმასპინძლოს.
ინფრასტრუქტურასთან ერთად განახლდა შეთავაზებები. პარკში მისულ ჯგუფურ ტურებს, ამიერიდან კონკრეტული ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ:
• 10-20 სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 10%
• 21-30 სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 15%
• 31 + სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 20%
აღსანიშნავია, რომ შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია ონლაინ ან ადგილზე რეგისტრაციის გავლა. ონლაინ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd0_GJ_jOvQvKLqu9LGB2yZNtIxf29R7TFB3bmi1i32kelyYA/viewform
"საქართველო მინიატურებში" საქართველოს 56 კულტურული და ისტორიული ძეგლის მინიატურული ვერსიაა წარმოდგენილი და უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ოჯახური და საგანმანათლებლო ვიზიტებისთვის, ერთ დღეში გაეცნონ ქართულ მემკვიდრეობას. განახლებული პარკი ვიზიტორებს დილის 11 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოემსახურება.
პარკი 'საქართველო მინიატურებში" Starring Georgia-ს ეკოსისტემას 2025 წლიდან შეუერთდა.
STARRING GEORGIA რეგიონის გასართობი ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ, კულტურულ და შემეცნებით-გასართობ გამოცდილებებს აერთიანებს. იგი 2023 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და Black Sea Arena-ს ორგანიზებით დაარსდა. პროექტის მიზანია ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობა, კულტურული ლანდშაფტის გაძლიერება და მსოფლიო დონის ვარსკვლავების შოუების მასპინძლობა.