23 ივნისი 2026,   19:23
ვრცლად
დაპირისპირების ახალი ფაზა "ნაციონალურ მოძრაობაში" - სააკაშვილი მის მიერვე წარდგენილ ნანუკა ჟორჟოლიანს დაუპირისპირდა, რომელმაც ციხეში მყოფი ლიდერის გადაწყვეტილებების წონა ეჭვქვეშ დააყენა

ციხიდან გამოცხადებული მხარდაჭერა, ციხიდან გავრცელებულმა კრიტიკულმა წერილმა ზუსტად 5 დღეში ჩაანაცვლა. მიზეზი, მიხეილ სააკაშვილის ახალი რჩეულის რადიკალური პოზიცია გახდა, თავად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა პარტიას თავმჯდომარეობის კანდიდატად, ის ნანუკა ჟორჟოლიანი წარუდგინა, რომელიც სააკაშვილის სურვილებს უმნიშვნელოდ მიიჩნევს, მის გადაწყვეტილებებს კი ეჭვქვეშ აყენებს. ეს კი რუსთავის ციხის პატიმრისთვის წითელი ხაზი და საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა, რომ ახლად დასახელებული ფავორიტისთვის მკაცრი გაფრთხილება მიეცა.

თუმცა ფაქტია, რომ ეს ნანუკა ჟორჟოლიანის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში არსად იკითხება. სამაგიეროდ კარგად იკითხება ის, რაც შავით თეთრზე წერია.

სწორი აღქმები შესაძლოა თავად ნანუკა ჟორჟოლიანსაც არ ჰქონდეს "ნაციონალურ მოძრაობის" მოქმედ მენეჯმენტზე, თუმცა მოქმედი თავმჯდომარის მიზნებზე მაინც თამამად საუბრობს. ირწმუნება, რომ თინა ბოკუჩავას "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნა, მხოლოდ პარტიის მმართველ რგოლში, პოლიტიკურ თანამდებობაზე წარმოუდგენია.

ასე ბევრი რამ არ არის მისაღები, ვეტერანი "ნაციონალებისთვის", რომლის ჩანაცვლების იდეა, ნანუკა ჟორჟოლიანს, საჯაროდ არაერთხელ და არაერთმა ლიდერმა დაიწუნა, მათ შორის გია ბარამიძემ, რომელმაც სააკაშვილის ახალ რჩეულს, სააკაშვილის პარტიაში შექმნილი კრიზისის ფონზე პრიორიტეტები დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა.

თავის ტკივილი ანა წითლიძისთვისაც არის პარტიული თანამდებობა, თუმცა ჟორჟოლიანის კონკურენცია უფრო მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, არც იმას გამორიცხავს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელოს.

ყოფილები კი მოქმედ "ნაციონალებს" უარყოფენ. მოწინავე პოზიციაზე სააკაშვილის პარტიიდან წასული ნიკა გვარამიაა, რომელმაც ჯერ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ყოფილი ლიდერის გუნდში სადაც, 6 ადამიანს, 7 დაჯგუფება აქვს შექმნილი პარტიული კრიზისის, სხვაზე გადაბრალებას ცდილობს. დღეს კი მედიასთან თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის პრობლემები აღარ აინტერესებს.

თავდასხმები და ურთიერთბრალდებები ოპოზიციურ ველზე - სახელისუფლებო გუნდის მიზნებისთვის მხოლოდ ხელშემწყობია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ 2028 წლისთვის, "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა, "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ყველა ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიციური დანაყოფის სრული განეიტრალებაა.

რას მიაღწევს "ნაციონალური მოძრაობა" შიდაპარტიული ტურბულენტობის ფონზე 2 კვირაში გამოჩნდება, მაშინ, როდესაც სააკაშვილის გუნდში გათავისუფლებული სკამებისთვის ღია ბრძოლა დაიწყება.

დღის ამბები