25 ივნისი 2026,   02:24
ვრცლად
"შემოთავაზებული პირობები მისაღები იყო როგორც მიხეილ თოლორაიასთვის, ისე გია თოლორაიასთვის" - ადვოკატი

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ 13 ბრალდებულის საქმეზე დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა 12-მა. შეთანხმებაზე უარი განაცხადა მანუჩარ მიქელაძემ, რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

მოსამართლემ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. 12 პირიდან 11-ს 1-წლიანი პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა, საბა კორძაიას კი მოსამართლემ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი სასჯელი განუსაზღვრა.

"დამტკიცდა სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება მტკიცებულებების შეფასებას, როდესაც საქმეზე განაჩენი გამოდის არსებითი განხილვის გარეშე, ასეთ დროს სასამართლო არ შედის მტკიცებულებების განხილვაში.

რაც მთავარი არის, შემოთავაზებული პირობები, ჩვენს შემთხვევაში იყო როგორც მიხეილ თოლორაიასთვის, ასევე გია თოლორაიასთვის მისაღები“, - აცხადებს მიხეილ და გია თოლორაიების ადვოკატი ლევან მახარაშვილი.

დღის ამბები