25 ივნისი 2026,   00:59
ვრცლად
მანუჩარ მიქელაძემ პროცესის განმავლობაში თქვა, რომ პოლიციელსაც ხელი დაარტყა და ცდილობდა პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრას, თუმცა, მისი განმარტებით, ეს არ იყო დანაშაული - პროკურორი

"მანუჩარ მიქელაძემ პროცესის განმავლობაში ფაქტი დაადასტურა - თქვა, რომ პოლიციელსაც ხელი დაარტყა და ცდილობდა პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრას, თუმცა, მისი განმარტებით, ეს არ იყო დანაშაული. ამდენად, მან არ ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, არ აღიარა ჩადენილი დანაშაული სრულად და ჩვენ შორის არ იქნა მიღწეული საპროცესო შეთანხმება," - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ მედიასთან საუბრისას.

პროკურორის განმარტებით, შეუძლებელია ერთნაირად იმსჯელონ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯგუფურ ძალადობას სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობით გამოხატავენ, და მათზე, ვინც უშუალოდ ფიზიკურად უსწორდება პოლიციის თანამშრომლებს თუ სხვა პირებს.

"12-მა ბრალდებულმა მოგვმართა განცხადებით, მოითხოვეს საპროცესო შეთანხმება. ადასტურებდნენ, რომ სრულად აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კონკრეტული პირობებით. ჩვენ შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება: 11 მათგანი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განესაზღვრა 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი, ხოლო ერთი მათგანი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, 3 წელი პირობითი.

ერთმა ბრალდებულმა უარი თქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. მის მიმართ გამოვიდა განაჩენი არსებითად და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მანუჩარ მიქელაძემ პროცესის განმავლობაში ფაქტი დაადასტურა - თქვა, რომ პოლიციელსაც ხელი დაარტყა და ცდილობდა პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრას, თუმცა, მისი განმარტებით, ეს არ იყო დანაშაული. ამდენად, მან არ ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, არ აღიარა ჩადენილი დანაშაული სრულად და ჩვენ შორის არ იქნა მიღწეული საპროცესო შეთანხმება.

შეუძლებელია, რომ ერთნაირად ვიმსჯელოთ ადამიანებზე, რომლებიც სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობით გამოხატავენ ჯგუფურ ძალადობას, და ადამიანებზე, რომლებიც უშუალოდ ხელს ურტყამენ პოლიციის თანამშრომლებს და სხვა პირებს," - განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები