24 ივნისი 2026,   22:29
ვრცლად
პორტალი არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ ბიზნესისთვისაც იქნება სასარგებლო, გააძლიერებს კონკურენციას, მარკეტები მუდმივად ეცდებიან, უფრო მიმზიდველი ფასები შესთავაზონ მომხმარებლებს - "რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი

დღეიდან ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული.

როგორც რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი აცხადებს, პორტალი მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელია და საშუალებას იძლევა, ინფორმაცია როგორც მაღაზიის, ისე პროდუქტის მიხედვით გაიფილტროს.

„პორტალი ძალიან ადვილი მოხმარების არის. პირდაპირ შეიძლება გაიფილტროს, მაღაზიის და პროდუქციის მიხედვით. მოიცავს არა მხოლოდ აქციის ფასებს, არამედ საუკეთესო რეგულარულ ფასებსაც. აღნიშნული პორტალი არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ ბიზნეს სექტორისთვისაც, რათა გააძლიერებს კონკურენციას, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლებისთვის, რადგან კონკურენციის ფარგლებში ქსელური მარკეტები მუდმივად ეცდებიან, რომ კიდევ და კიდევ უფრო მიმზიდველი ფასები შესთავაზონ მათ მომხმარებლებს“, - აცხადებს „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი.

ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი წარადგინა.

ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. ვებგვერდზე ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე - 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები.

დღის ამბები