24 ივნისი 2026,   21:45
ვრცლად
არ დავბრუნდებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ვიდრე ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი - ნიკოლოზ სამხარაძე

ქართველი ხალხის ნების სრული იგნორირება და ორმაგი სტანდარტი - ბრიუსელის და სტრასბურგის უსამართლო მიდგომებზე კიდევ ერთხელ საუბრობენ თბილისში.

"ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ, სუბიექტური დამოკიდებულებით, ევროსტრუქტურები დემოკრატიულ ფასეულობებს შორდებიან.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო არ დაბრუნდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ვიდრე ქვეყნის დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი.

"ევროსაბჭოს რეზოლუციის დრაფტში წერია, რომ PACE ადასტურებს 2025 წლის იანვრის რეზოლუციას და სწორედ იანვრის რეზოლუცია არის მიზეზი, რის გამოც შევაჩერეთ ასამბლეაში საქმიანობა.

ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ მათი ვიზიტი, რომელიც აქ შედგა არაფრისმომტანი იყო. ეს იყო უბრალოდ ვიზიტი, რომ მათ ანგარიშში ჩაეწერათ, საქართველოში ყოფნა. არანაირი გამართლება აღარ აქვს უკვე მათ მოთხოვნას, რომ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნდეს.

ჩვენ არ დავბრუნდებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ვიდრე ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი. მანდატების აღიარება უნდა მოხდეს 2025 წლის რეზოლუციის გაუქმებით", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, ბრიუსელში განხილვის პარალელურად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს. საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც დაფიქსირებულია ქვეყნის მიმართ კრიტიკული პოზიციები.

 

დღის ამბები