დიასპორაზე ზრუნვა იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეუფერხებლად გრძელდებოდა ყველა შესაბამისი პროგრამის განხორციელება, რაც არის გამიზნული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩვენს ქვეყანასთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივებზე.
"ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. 25 ახალი ჰუმანიტარული ნდობის აღდგენის პროექტი იქნა ინიცირებული, ჯამში 70-ზე მეტი პროექტი არის განხორციელების პროცესში. 18 ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნეს ინიციატივა დაფინანსდა. 1000-მდე პაციენტი ეწვია ჩვენს ჯანდაცვის დაწესებულებებს ოკუპირებული რეგიონებიდან იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩვენი ხელისუფლების მიერ", - განაცხადა პრემიერმა.