26 ივნისი 2026,   18:14
ვრცლად
პრემიერი: როდესაც საუბარია მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უწყვეტი მშვიდობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ეკონომიკური პროგრესი, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, აუცილებლად მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის გასული წლის განმავლობაში, საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება და იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ.

"საბოლოო ჯამში ის, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ის, რომ ქვეყანაში არის დღეს სიმშვიდე, ის, რომ ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში სწორედ ამის დამსახურება და ამ ადამიანის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს საკუთარ საქმიანობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები