30 ივნისი 2026,   14:06
ვრცლად
ჩვენი მთავარი ამოცანაა, საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავსმოხვეული სიძულვილი იქნას შემცირებული - შალვა პაპუაშვილი

"ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავსმოხვეული სიძულვილი იქნას შემცირებული", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს.

"ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავსმოხვეული სიძულვილი იქნას შემცირებული. მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს საღი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური დისკუსიის მონაწილე.

ლანძღვა-გინება, უხამსობა, ვერბალური თავდასხმა და შეურაცხყოფა არის ის, რაც ხელს უშლის საღ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დისკუსიას და მსჯელობას და არის ბარიერი ამგვარი მსჯელობისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს.

ჩვენ ვნახეთ ვინც ეწინააღმდეგება ამ გზას, პირველები - ესენი არიან უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და უცხოური პოლიტიკური აგენტურა საქართველოში, რომლებიც დემონსტრაციულად ეწინააღმდეგება იმას, რომ ლანძღვა-გინება და უხამსობა არ იყოს საზოგადოებრივ დისკუსიაში. იმუქრებიან სარჩელებით და ა.შ., რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვინ იყო შემომტანი ამ უხამსი, ლანძღვა-გინებაზე დამკვიდრებული პოლიტიკური დისკუსიისა საქართველოში. ეს არის მთლიანად, გარედან თავს მოხვეული და დაფინანსებული მიდგომები, რომლებიც აუცილებელია მოვიცილოთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები