შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორი წლის ვადით აირჩიეს.
როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის აქტიური მუშაობისა და საერთაშორისო ნდობის აღიარებას წარმოადგენს.
"PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი არჩევა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ასამბლეის საქმიანობის დაგეგმვასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მზად ვარ, უკვე როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ხელი შევუწყო რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმებში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და მის მხარდაჭერას", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.