საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. ამ წუთებში, კასპში, პლენარული სხდომა მიმდინარეობს. მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტია.
დღევანდელ ღონისძიებაზე დადგება ვიცე-პრეზიდენტების არჩევის საკითხიც. 67-ე გენერალურ ასამბლეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელმძღვანელობს. პაბსეკის გენერალური ასამბლეის ღონისძიებები საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ტარდება.
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტის, აფრიმ გაშის თქმით, უახლოეს წარსულში გამოჩნდა, თუ როგორ შეუძლია რეგიონალურ თანამშრომლობას ხელი შეუწყოს მშვიდობას და სტაბილურობას.
"ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ცხადი ხდება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით პაბსეკის ფარგლებში. ჩვენი მომავალი დაფუძნებული იქნება ზუსტადაც დღევანდელ დღეს ჩამოყალიბებულ თანამშრომლობაზე.
ჩვენ გვჯერა დიალოგის, კონსტრუქციული პარტნიორობის, გვჯერა, რომ ამით შეგვიძლია ავითვისოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელოვანი პოტენციალი. უახლოეს წარსულში ვნახეთ თუ როგორ შეუძლია რეგიონალურ თანამშრომლობას ხელის შეუწყოს მშვიდობას და სტაბილურობას. მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა", - აცხადებს აფრიმ გაში.