საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის განვითარების ახალ კონცეფციაზე გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს აგენტურულ ჯგუფებს ახალი ტელეფონები ექნებათ თუ ახალი აპლიკაციები, ამით ამ ჯგუფების არის არ იცვლება, რადგან აგენტურა არის აგენტურა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეიძლება მათ ახალი კორპორაციული დიზაინი და ახალი აპლიკაციები ჰქონდეთ, მაგრამ ამით არსი არ შეიცვლება.
"მნიშვნელობა არ აქვს, აგენტურ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონებს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, ამ ჯგუფების არსი არ იცვლება. აგენტურა არის აგენტურა. პრობლემა არა იმაშია, რომ ცუდი ტელეფონი აქვთ ან აპლიკაცია არ უვარგათ, პრობლემა არის ფილოსოფიაში - როდესაც ემსახურები სხვას და არა საკუთარ ხალხს, იქ არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან და ეს არის მთავარი, რისი ლუსტრაციაც მოხდა ბოლო პერიოდში მათი მხრიდან და ეს არის ის, რაც დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ. კი ბატონო, შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა აპლიკაცია და კორპორაციული დიზაინის გადაკეთებით იყვნენ დამოკიდებული, მაგრამ არაფერი არ შეიცვლება მათ არსში. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ლუსტრაციის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.