კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ებოლას ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1307-ს მიაღწია, მათ შორის, გარდაიცვალა 377 ადამიანი. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.
მედია ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი დადასტურებული შემთხვევები სამ პროვინციაში - იტურიში, ჩრდილოეთ კივუში და სამხრეთ კივუში დაფიქსირდა.