30 ივნისი 2026,   19:46
ვრცლად
სიძულვილის ენის გამოყენება სოციალურ ქსელში - სასამართლომ კიდევ ორი მოქალაქე დააჯარიმა

სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმის განხილვა გაიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში.

პროცესზე იმსჯელეს მოქალაქე ნოდარ რაქვიაშვილის საქმეზე, რომელმაც სოციალურ ქსელში, შეურაცხმყოფელი კომენტარი ირაკლი კირცხალიას მისამართით გააკეთა.
ფაქტზე მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ დაიწყო. მოსამართლემ ნოდარ რაქვიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ჯარიმა დააკისრა.

"სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მოძიებულ იქნა არაერთი მტკიცებულება და, შესაბამისად, განსჯელადობის წესების დაცვით გადაიგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. როგორც მოგახსენებთ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით," - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, ანი კაკიაშვილმა.

2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რუსიასაც. შეურაცხმყოფელი კომენტარის ადრესატი ეკონომისტი სანდრო შარაშიძე იყო.

სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევის ფაქტზე შედგა სამართალდარღვევის ოქმი გიორგი რუსიას მიმართ. მან კონკრეტულ პიროვნებას სოციალურ ქსელში მიაყენა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30 ივნისის დადენილებით, პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად," - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, ანდრო გურულმა.

დღის ამბები