30 ივნისი 2026,   22:07
ვრცლად
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეწყვიტა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა.

აღნიშნული პროექტის საპროექტო მომსახურებას კონკურსში გამარჯვებული არქიტექტურული ბიურო "მეტრიკი" ახორციელებდა. მიუხედავად ფონდის მხრიდან არაერთი სამუშაო შეხვედრის, სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებისა, კომპანიამ ვერ უზრუნველყო საჭირო პროგრესისა და შედეგის მიღწევა, რის გამოც ფონდმა ხელშეკრულება შეწყვიტა.

დღის ამბები