პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილ ნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას, - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.
დოლანდ ტუსკის თქმით, საჭიროა, მხარეებმა არსებული დაძაბულობის გამწვავება არ დაუშვან.
"მაქვს სიგნალები, რომ უკრაინულმა მხარემ გააცნობიერა, რომ ღირს წარსულზე გულწრფელი საუბრისთვის გზების ძიება და არ ღირს ამ დაძაბულობის გამწვავება", - აღნიშნა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული დაძაბულობის მიზეზი სწორედ უკრაინული მხარეა. ამასთან, ტუსკმა NATO-ს სამიტზე მიმავალი პოლონური დელეგაციის წევრებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განცხადებების დროს.
"დელეგაციას მივმართავ თხოვნით, სიფრთხილე გამოიჩინონ პოლონეთის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადებისას. არა იმიტომ, რომ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა არ სჭირდება, არამედ მიმაჩნია, რომ პოლონეთს ძალიან დიდი ვალდებულებები აქვს ევროკავშირის მთელი აღმოსავლეთი საზღვრის მიმართ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.