06 ივლისი 2026,   10:57
ვრცლად
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, ახალი გზა ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე- კლდიაშვილის, ფალიაშვილის, სანაპიროს და მარჯანიშვილის ქუჩებზე ეწყობა.

ჯამში, საავტომობილო გზა 33 197 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ტროტუარების, ველობილიკების, მწვანე სივრცეების, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, მოეწყობა გარე განათების ახალი ქსელი და მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელები.

6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დღის ამბები