07 ივლისი 2026,   13:15
ვრცლად
წერეთლის მაგისტრალური არხი ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან გაიწმინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" ქვემო ქართლში მდებარე წერეთლის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა.

არხი ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან გაიწმინდა, რის შედეგადაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და 150 ჰექტარ მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.

სარწყავი წყლის დროული და ეფექტიანი მიწოდება ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, სასოფლო-სამეურნეო კულტურები შეუფერხებლად მორწყან. კომპანია, წყალმომარაგების სისტემების ეფექტიანი მუშაობისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების საიმედო წყალუზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

 

დღის ამბები