09 ივლისი 2026,   12:39
ვრცლად
საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა +39 +42 გრადუსამდე მოიმატოს

საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე აღნიშნავს. მისივე ინფორმაციით, ტემპერატურამ შესაძლოა +42 გრადუსამდეც მოიმატოს.

"საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება, ხოლო ნალექი ნორმის ფარგლებში. ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, დაბლობსა და ბარში +39 +42 გრადუსამდე,  მთიან ზონაში +37 +40 გრადუსამდე, ხოლო მაღალ მთიან ზონაში +33 +37 გრადუსამდე. 

ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორიც არის - გვალვა, თბური ტალღები და ასევე ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია ძლიერი ნალექიც", - აღნიშნავს ხათუნა ქოქოსაძე.

დღის ამბები