09 ივლისი 2026,   13:05
ვრცლად
უკრაინაში, 13 ლოკაციაზე სახანძრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რუსეთის ქალაქებში კი ნავთობპროდუქტების საცავები იწვის

უკრაინაში საომარი მოქმედებებია. რუსეთის ძალებმა ქალაქების და დასახლებების მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა და ასამდე დრონი გაუშვეს. რეგიონების ნაწილში გამოცხადებულია საჰაერო განგაში. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. 13 ლოკაციაზე ახლა სახანძრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

პარალელურად, საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაც. რუსეთის ქალაქებში - ტვერსა და მიხაილოვსკში, უპილოტო საფრენმა აპარატებმა ნავთობპროდუქტების საცავებზე იერიში მიიტანეს. ორივე ობიექტზე ხანძარია.

დღის ამბები