15 ივლისი 2026,   12:41
ვრცლად
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა დაარწმუნოს ქართველი ხალხი, რომ 2028 წელს ის ისევე გაუძლებს ევროსაბჭოს თუ სხვათა ზეწოლას, როგორც ამას გაუძლო 2024 წელს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2028 წლის არჩევნებისთვის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ ბოლოდროინდელი რეზოლუციით ქართველი ხალხის ნდობა შეარყია, რის გამოც მისიის მომავალი მიუკერძოებლობა დასადასტურებელია.

ორგანიზაციის მიმართ არსებულ უნდობლობასა და სადამკვირვებლო მისიებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

"რაც შეეხება 2028 წელს - ფაქტია, რომ 2024 წელს იყო ზეწოლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე და სადამკვირვებლო მისიაზე, რათა მათ გაეყალბებინათ ანგარიში და ამ ზეწოლას იმ მომენტში შედეგი არ ჰქონდა და ვერ გაიტანეს ეს ზეწოლა. ჩვენ ახლა როცა ვუყურებთ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, გვიჩნდება კითხვა, რამდენად იქნება მომავალში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია მდგრადი და მტკიცე ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ. ჩვენ ამ რეზოლუციამ შეგვირყია რწმენა იმაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი რომელიმე მისია იქნება მტკიცე ზეწოლის წინაშე. ამიტომ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა დაარწმუნოს ქართველი ხალხი, რომ ის ისევე გაუძლებს ევროსაბჭოს თუ სხვათა ზეწოლას, როგორც ამას გაუძლო 2024 წელს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით შეარყია ქართველი ხალხის ნდობა მის მიუკერძოებლობაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 2028 წლამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აღადგინოს ქართველი ხალხის თვალში ეს ნდობა, რომ ჩვენ გვჯეროდეს, ისინი გაუძლებენ არაკეთილმოსურნეების ზეწოლას და არ გააყალბებენ საკუთარ ანგარიშს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები