თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესები გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე იკითხებიან "ნეიტრალური საქართველოს" წევრები, რომელთა საჩივრის საფუძველზეც 2025 წელს ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
8 პოლიტიკოსს კი ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის არის საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
"ყველა განცხადებები, რაც საჯარო სივრცეში იყო გავრცელებული ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, მედია და ინტერნეტ სივრცეებში თუ სოციალურ ქსელებში, ამოვკრიფეთ. ყველაფერი გვაქვს შეჯერებული ფაქტებზე დაყრდნობით. ყველამ უნდა აგოს პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმეს აქვს თავში განზრახვა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო შეარყიოს და კონსტიტუციური წყობილება შეცვალოს არაკანონიერი გზით. სასამართლო პროცესიც სწორედ აქედან გამომდინარე მიმდინარეობს, ერთია რომ გამოძიება ადგენს ფაქტების უტყუარობას, რა თქმა უნდა, უფლებადამცველებს და ადვოკატებს აქვთ იმის საშუალება, რომ თავიანთ კლიენტს მოემსახურონ ისე როგორც მათ მიაჩნიათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" რეგიონული მდივანი ლევან ნიკოლეიშვილი.