14 ივლისი 2026,   15:13
ვრცლად
თბილისსა და შანხაის შორის15 ივლისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ამოქმედდება - საქართველოს ბაზარზე China Eastern Airlines შემოდის

15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება. China Eastern Airlines რეისებს კვირაში 3-ჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.ceair.com

 

დღის ამბები