დაძაბულობა სპარსეთის ყურეში უკიდურესად გაიზარდა. აშშ-მა ირანზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია განაახლა. საჰაერო იერიშები ირანის სამხედრო ობიექტებზე ხუთ საათს გრძელდებოდა. ვაშინგტონის განცხადებით, მიზანი ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხოების დაცვაა. დონალდ ტრამპმა კონგრესი უკვე გააფრთხილა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია.
საპასუხოდ, ირანმა იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე სცადა თავდასხმა, თუმცა იერიში მოიგერიეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეში ირანული რაკეტებით ორი ტანკერის დაზიანების შესახებაც.
ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო შტაბის სპიკერი ებრაჰიმ ზოლფაღარი აცხადებს, რომ ირანის შეიარაღებული ძალები მკაცრ პასუხს გასცემენ ნებისმიერ მცდელობას.
"კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევას ჰორმუზის სრუტის მართვაში. ირანის შეიარაღებული ძალები მკაცრ პასუხს გასცემენ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც კომერციული გემებისა და ნავთობ ტანკერების გადაადგილებას შეაფერხებს. ეს შეეხება ამერიკის სამხედრო ძალებსაც. თუ ომი რეგიონში გავრცელდება, მისი შედეგები ყველა ქვეყანას შეეხება. რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებასა და კონფლიქტის გაფართოებაზე პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებს ეკისრებათ",- აცხადებს ზოლფაღარა.