14 ივლისი 2026,   15:02
ვრცლად
"შორეულ ქვეყნებში მყოფ გავლენიან ადამიანებს სურთ უფლება წაგვართვან. მიაჩნიათ, რომ მათ უნდა გადაწყვიტონ თქვენი კანონები, თქვენი ქვეყნის ბედი და არ აინტერესებთ ეთანხმებით თუ არა ამას" - მარკო რუბიო საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკის სუვერენიტეტისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

თავის უახლეს მიმართვაში მარკო რუბიომ ჰააგის სასამართლოს "არა არჩეული გლობალისტი ბიუროკრატების ტრიბუნალი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის ამერიკელი სამხედროების, მესაზღვრეებისა და სამართალდამცველების დევნას ცდილობს. სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი გარე ძალების მხრიდან ამერიკელთა გასამართლების მცდელობას არ შეეგუება.

მედია, წერს, რომ აშშ-სა და ჰააგის სასამართლოს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში, ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ გაცემული ორდერების გამო განსაკუთრებით დაიძაბა.

"დღეს, შორეულ ქვეყნებში მყოფ გავლენიან ადამიანებს სურთ, უფლება წაგვართვან. მიაჩნიათ, რომ სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ თქვენი კანონები, თქვენი ქვეყნის და თქვენი ბედი და საერთოდ არ აინტერესებთ, ეთანხმებით თუ არა ამას.

სწორედ ამ წუთებში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო და მისი მოკავშირეები ჩვენს ქვეყანას ომს უცხადებენ - არა ტყვიებითა და რაკეტებით, არამედ წესდებებით, შეთანხმებებითა და ე.წ. საერთაშორისო სამართლის ძალით.

სინამდვილეში, ეს გაცილებით უფრო რადიკალური და უკიდურესი პროექტი აღმოჩნდა - გლობალური ტრიბუნალი, რომელიც არავის მიერ არჩეული გლობალისტი ბიუროკრატებით არის დაკომპლექტებული და ამტკიცებს, რომ მისი უფლებამოსილება თითქმის შეუზღუდავია", - აცხადებს მარკო რუბიო.

დღის ამბები