21 ივლისი 2026,   05:14
ვრცლად
კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არსებობს მცირე ჯგუფი, რომლის მიზანიცაა ყველანაირი ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში იყოს განულებული - არჩილ გორდულაძე პოდკასტში ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე

გინება, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი კომენტარები და გამონათქვამები ხანდაზმულ ადამიანებზე, გარემოვაჭრეებზე, ეკლესიასა და სასულიერო პირებზე - ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში, დიდი ქართველი კლასიკოსის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გარდა, ცინიზმით სავსე გამონათქვამებს, ოპოზიციის აქტივისტები საზოგადოების სხვა წევრებზეც იყენებენ.

ფაქტებს სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, სადაც მსგავს გამონათქვამებს გმობენ და წერენ, რომ ეს განსაკუთრებით მიუღებელია მაშინ, როდესაც, პოდკასტი ცოდნის ფონდის პარტნიორს და დირექტორს, ასევე, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელს, ანასტასია ბენდუქიძეს ეკუთვნის, უსიტყვოდვე კი პრეტენზია აქვს, რომ სფეროში წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა.

მმართველ გუნდში სიძულვილის ენის აზრის გამოხატვის თავისუფლებად შენიღბვის მცდელობებზე საუბრობენ.

"კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არსებობს მცირე ჯგუფი, რომლის მიზანიც არის, რომ ყველანაირი ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში იყოს განულებული. ამას მხარს უჭერენ სხვადასხვა საგარეო აქტორებიც. რეალურად, ამ ქვეყნის კულტურისა და ისტორიის პატივისმცემლები, მომავალზე მზრუნველი ადამიანების რაოდენობა არის რაოდენობა არის გაცილებით უფრო მეტი. ვინც არ უნდა ილაპარაკოს და რაც არ უნდა ილაპარაკოს, მთავარია, რომ შუბლგაწყვეტილ ადამიანთა რაოდენობა საქართველოში ძალიან მცირეა და ამიტომაც არის, რომ მაგალითად, კოლექტიურ "ნაცმოძრაობის" წევრები, ყველაფერზე ხელმომწერი აგენტურა ისევ და ისევ იმავე სახეებით წარმოიდგინება, რაც წლების განმავლობაში იყო და გარე აქტორებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყნის მოღალატე თუ ავის მსურველი საქართველოში კვლავ იპოვონ," - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები