25 ივლისი 2026,   17:43
ვრცლად
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში, ზოგან - ძლიერი.

"ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

დღის ამბები