28 ივლისი 2026,   18:07
ვრცლად
სანამ საქართველო იქნება და ქართველი კაცი სამებაში, უამრავ ქართულ აღდგენილ უძველეს ეკლესიაში, რუსთაველის თეატრში, ოპერის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში, თსუ-ში, ქუთაისის უნივერსიტეტში შევა, იქ, ივანიშვილის კეთილი საქმეც თანამონაწილე იქნება - ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრებისა და მხარდამჭერების მიერ, პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაწერილ საქებარ პოსტებზე ოპოზიციური ტელეკომპანიის მიერ დასმულ შეკითხვას.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, სანამ ქართველი კაცი სამებაში, სხვა აღდგენილ ეკლესიებში, თეატრებში, უნივერსიტეტებში თუ სხვადასხვა რესტავრირებულ შენობაში შევა, ბიძინა ივანიშვილის კეთილი საქმეც სულ იარსებებს.

"სანამ საქართველო იქნება, სანამ ქართველი კაცი სამებაში შევა, სანამ ქართველი კაცი უამრავ ქართულ აღდგენილ უძველეს ეკლესიაში შევა, სანამ ქართველი კაცი რუსთაველის თეატრში შევა, ოპერის თეატრში შევა, მარჯანიშვილის თეატრში შევა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შევა, ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში შევა და მრავალ ადგილზე შევა, პირჯვარს გადაიწერს თუ ხელოვნების ნიმუშით დატკბება, რა თქმა უნდა იქ, ივანიშვილის კეთილი საქმეც თანამონაწილე იქნება," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები