საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ, თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ან დაკარგული სანომრე ნიშნის აღდგენა უფასოდ არის შესაძლებელი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 12 ივლისს, ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ან დაკარგული სანომრე ნიშნის აღდგენა უფასოდ არის შესაძლებელი.
მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობას და სანომრე ნიშნების აღდგენას გეგმავენ, შეუძლიათ 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით მიმართონ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს", - აღნიშნულია განცხადებაში.