28 ივლისი 2026,   18:27
ვრცლად
"კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, მისი საქმიანობის მხარდაჭერისა და "კანონიერი ქურდისადმი" მიმართვის ბრალდებით 33 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

სამართალდამცველებმა სულ 27 პირი დააკავეს, 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო 2 ბრალდებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ: - "საქართველოს პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს“ წევრობის, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და "კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, სისტემატური „ქურდული გარჩევების“, დაშინების, საკუთარი კრიმინალური გავლენისა და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებაში. ისინი, როგორც დამოუკიდებლად, ასევე „კანონიერი ქურდის“ ჩართულობით, სხვადასხვა პირებს შორის არსებულ დავებს განიხილავდნენ. უკანონო „ქურდული გარჩევების“ შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები მიმართული იყო ბრალდებულების ძალაუფლებისა და კრიმინალური გავლენების განმტკიცების, სარგებლისა და უპირატესობის მიღებისკენ.

სამართალდამცველებმა 27 პირი დააკავეს, 4 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 2 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღის ამბები