დღეს გონიოს ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება "გონიოს ჰანგები".
საფუძველი ეყრება ახალ, მასშტაბურ საერთაშორისო ფესტივალს, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიის გაცოცხლება, მისი პოპულარიზაცია და კულტურული დიალოგის ხელშეწყობა.