29 ივლისი 2026,   14:01
ვრცლად
მიწისძვრა იაპონიაში - დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მაშველები და სამხედროები კუმამოტოს პრეფექტურაში ნანგრევებში დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.

ათასობით ოჯახი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი, დაზიანებულია საკომუნიკაციო ქსელიც, 9 ათასზე მეტი ადამიანი კი დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.

შეფერხებით მუშაობს რკინიგზა და აეროპორტები. ხელისუფლება მოსახლეობას განმეორებითი ძლიერი ბიძგების და მეწყერების საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

დღის ამბები